საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას საავტომობილო გზებზე დღეისათვის არსებული მდგომარეობის შესახებ, რომლის თანახმადაც გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია.
„ლიპყინულის გამო მცხეთა – სტეფანწმინდა – ლარსის საავტომობილო გზის კმ80 - კმ136 (მლეთა - დარიალის ხეობა) მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო გუდაური(ფოსტა) – კობის მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე გზის კმ134 - კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება;
დიდთოვლობის გამო, ზუგდიდი - ჯვარი - მესტია - ლასდილის საავტომობილო გზის კმ147-კმ188 (მულახი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - აცხადებენ უწყებაში.