თეთრის სახლის კოორდინატორი მასობრივი განადგურების იარაღის სფეროში გარი სამორი აცხადებს, რომ ირანისათვის რუსეთის მიერ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების "ს-300"-ის მიწოდება უარყოფითად აისახება რუსულ ამერიკულ ურთიერთობებზე.
მისივე თქმით, რუსეთის მიერ იმ კონტრაქტის შესრულებას რომელიც საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების "ს-300"-ის მიწოდებას გულისხმობს სერიოზული შედეგები ექნება ვაშინგტონისა და მოსკოვის კავშირებისათვის. მეტიც, სამორის თქმით, ვაშინგტონი გაკვირვებულიც კი იქნებოდა იმით, რომ რუსეთს ირანისათვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების "ს-300"-ი გადაეცა.
ამასთან ერთად, სამორმა აღიარა ისიც, რომ ირანის ბირთვული პროგრამა იმაზე უფრო ნელა ვითარდება ვიდრე ამას ადრე პროგნოზირებდნენ. მისი სიტყვებით, "ირანის ბირთვული საათი არც ისე ჩქარა მიდის როგორც ზოგი შიშობდა".
გარი სამორი ასევე აცხადებს, რომ ირანის ბირთვული პროგრამის შეფერხება იმან გამოიწვია, რომ მათ პრობლემები შეექმნათ ცენტრიფუგებთან დაკავშირებით. "საუბარი მიდის მოწყობილობაზე რომელიც გამოიყენება გამდიდრებული ირანის მიღებაზე მისი რეკსაფტორიდიდან".
სამორმა უარი განაცხადა ასევე დაეკონკრეტებინა არის თუ არა ეს "შეფერხება" დასავლეთის სპეცსამსახურების ფარული მუშაობის შედეგი.
გაეროს უშიშროების საბჭოზე ირანისათვის სანქციების დაწესების რეზოლუციის კომენტირებისას, სამორი აცხადებს, რომ იგი დარწმუნებულია, რომ რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით იქნება მიღებული. "აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ რეზოლუცია გაეროს უშიშროების საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით იქნება მიღებული, იმ შემთხვევაში თუკი ირანი რაღაც ისეთ ზომებს არ გაატარებს, რაც მისადმი ნდობას აამაღლებს", _ აცხადებს სამორი.
მისი პროგნოზით, ირანის წინააღმდეგ რეზოლუციის მიღებას მხარს დაუჭერს რუსეთი და ჩინეთი. "მიმაჩნია, რომ ამ ორ ქვეყანას კარგად ესმის, რომ ირანი არ პასუხობს ბირთვული პროგრამის საერთაშორისო აღკვეთის მოთხოვნებს", _ აცხადებს ვაშინგტონის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.
ამას გარდა, მისივე თქმით, ბრაზილიაც და თურქეთიც კარგად აცნობიერებენ, რომ მათ წინადადებაში ირანს გაუცვალონ დაბალგანვითარებული ურანი საწვავზე თეირანში არსებული ბირთვული რეაქტორისათვის ირანი დაინტერესებული არ არის.
"ირანელები, არ არიან მზად მიიღონ ეს წინადადება და ამას ყველა კარგად ხედავს და ამას ალბათ კარგად აცნობიერებს თურქეთიც", _ აცხადებს სამორი.