“ევროპა-ბეთი“ დაარსების დღიდან, მომხმარებლებს სათამაშო ბიზნესის სფეროში არსებულ სხვადასხვა ღირსშესანიშნავ და მნიშვნელოვან ღონისძიებებში მონაწილეობას სთავაზობს. ამჯერად, “ევროპა-ბეთი“ თავისი პროდუქტით - საფონდო ბირჟის ფსონები „უოლ სთრითის მგელის“ მასტერკლასის ოქროს სპონსორად გვევლინება. მასტერკლასი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში 28 ნოემბერს შედგება. ღონისძიების ორგანიზატორია საფინანსო და საინვესტიციო კომპანია ”ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი”.
უოლ სთრითის ნამდვილი მგელი, ჯორდან ბელფორტი თბილისში მასტერკლასს Straight Line Persuasion - ამ სახელწოდების პროგრამით გაუძღვება. მისი ეს საგანმანათლებლო-სამოტივაციო პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე მაღალმოთხოვნადია მსოფლიოში. მსმენელი, ბელფორტის გამოცდილების გარდა, იძენს ცოდნას პირდაპირი გაყიდვებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის საუკეთესო მეთოდების შესახებ. ბელფორტის მასტერკლასებს ძირითადად ესწრებიან გაყიდვებისა და მარკეტინგის, ასევე ბრენდინგის, ბიზნესის განვითარებისა და მართვის სპეციალისტები და ლიდერები.
ჯორდან ბელფორტის ცხოვრება მარტინ სკორსეზეს ინტერსესის ობიექტი გახდა ფილმში ”უოლ სთრითის მგელი”, რომელიც ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით იქნა გადაღებული 2013 წელს და მთავარ როლს ლეონარდო დიკაპრიო ასერულებს. თავად წიგნი კი ბელფორტის მემუარებს ეფუძნება. ბელფორტის მიმდინარე წლის კალენდარშია სან პაულო, ფრანკფურტი, მოსკოვი, მელბურნი და ბანგკოკი. წლევანდელი ტურნე 28 ნოემბერს თბილისში დასრულდება.
ღონისძიებას „ევროპა-ბეთი“ შესაბამისი პროდუქტით ეხმიანება - საფონდო ბირჟის ფსონები. შეგახსენებთ, რომ პროდუქტი პირველად „ევროპა-ბეთმა“ ჩაუშვა 2015 წლის ივლისში და საკმაო პოპულარობით სარგებლობს მომხმარებელთა შორის. საფონდო ბირჟის ფსონები საინტერესო პროდუქტია არა მხოლოდ მათთვის, ვისაც ამ სფეროში გარკვეული გამოცდილება აქვს, არამედ მათთვისაც, ვინც არ არის აქტიური მოთამაშე, მაგრამ შეუძლია ანალიზის საფუძველზე გააკეთოს პროგნოზი ვალუტის კურსების, კომპანიათა აქციების, ნედლეულისა და ა.შ. ფასთა ცვალებადობის შესახებ. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეს ფინანსური ინსტრუმენტები ყველაზე ეფექტურია ტრეიდერებს შორის და იძლევა მრავალფეროვანი კაპიტალდაბანდების სტრატეგიების განხორციელების საშუალებას. ამ პროდუქტით „ევროპა-ბეთი“ შევიდა მსოფლიო დონის კომპანიათა რიცხვში, როგორებიცაა: 888.com და Bet365; რომლებიც იგივე მომწოდებლის პროდუქტით სარგებლობენ უმსხვილეს ბაზრებზე.
*“ევროპა-ბეთის“ შესახებ
Europe-Bet.com დაარსდა 2010 წელს და იქცა უდიდეს დამოუკიდებელ ონლაინ თამაშების ოპერატორად საქართველოსა და მთელს რეგიონში. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფართო სპექტრის ონლაინ თამაშებს, როგორებიცაა: ტოტალიზატორი, პოკერი, Live კაზინო, ე.წ. რულეტკა, მობილური ონლაინ თამაშები და კლასიკური თამაშები. პირველივე დღეებიდან Europe-Bet.com-მა შემოგვთავაზა დამოუკიდებელი ონლაინ პოკერ რუმი და ორგანიზება გაუწია ტურნირების სერიებს. 2015 წელს გახდა „World Poker Tour“-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში. ამავე წელს, „ევროპა-ბეთი“ შეიძინა „ბეთსონ ჯგუფმა“, რომელიც 50 წლიანი გამოცდილებით სათამაშო ბიზნესში ლიდერი კომპანიაა.
**“Betsson Group“ -ის შესახებ
„Betsson Group“ წარმოადგენს ლიდერ მოთამაშეს სკანდინავიისა და ნიდერლანდების აზარტული ონლაინ თამაშების ბაზარზე, აერთიანებს 20-ზე მეტ ბრენდს გლობალურად. Betsson ახორციელებს მულტი-ბრენდულ სტრატეგიას, მათ შორის რამდენიმე ისეთი ძლიერი ლოკალური ბრენდით, როგორიცაა www.betsson.com, www.betsafe.com, www.nordicbet.com, www.triobet.com, www.kroon.com. ზოგიერთი ბრენდი წარმოდგენილია მხოლოდ ერთ ბაზარზე, თუმცა ზოგი ფუნქციონირებს 20-ზე მეტ ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში Betsson ძირითადად წარმოდგენილია პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, აგრეთვე, Betsson ფლობს ადგილობრივ ლიცენზიას ესტონეთში, ოპერირებს თურქეთში B2B პარტნიორის მეშვეობით. პორტფოლიოში „ევროპა-ბეთის“ ბრენდის დამატებით, „Betsson Group“ აგრძელებს თავისი სტრატეგიული პოზიციის გამყარებას რეგიონში.
R