26 ნოემბერს თბილისის წიგნის დღეები გაიხსნება.
წიგნის საერთაშორისო ფესტივალი „თბილისის წიგნის დღეები“ წიგნის ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით წელს მეორედ გაიმართება. ფესტივალი ხორციელდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თბილისის გოეთეს ინსტიტუტის დაფინანსებით, ასევე ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის პარტნიორობით. კულტურის სამინისტროსა და ექსპო ჯორჯიას მხარდაჭერით. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი ღონისძიება: წიგნის ბაზრობა, გამოფენები, საჯარო ლექციები და საბავშვო ღონისძიებები.
თბილისის წიგნის დღეებზე თქვენ გელოდებათ:
· წლის ყველაზე მასშტაბური წიგნის ბაზრობა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება 40-ზე მეტი ქართული გამომცემლობა, დიდი ფასდაკლებებით და მრავალი სიურპრიზით
· ქართველ ილუსტრატორთა და წიგნის დიზაინერთა 3 გამოფენა
· საერთაოშიროსო შემოქმედებითი გაერთიანებებისა და ცნობილ მხატვარ–ილუსტრატორთა 14 გამოფენა
· უცხოელი ილუსტრატორებისა და მოწვეული სტუმრების საჯარო ლექციები
· მრავალფეროვანი საბავშვო-საგანმანათლებლო პროგრამა
საბავშვო ღონისძიებები თბილისის წიგნის დღეებზე
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში ჩატარდება საბავშვო გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები.
➡ ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამა - არქეოლოგიური გათხრები და კერამიკის ჭურჭლის რესტავრაცია-რეკონსტრუქცია (7-12 წლის ბავშვებისთვის)
27.11.2015 16:00
28.11.2015 13:00, 16:00
29.11.2015 13:00
მე-5 პავილიონი
სპეციალურად მომზადებულ მოედანზე ბავშვები თხრიან, აღმოაჩენენ, ჩახატავენ და აღნუსხავენ არქეოლოგიურ მონაპოვრებს, რის შემდეგაც ბავშვები გააკეთებენ იმ კერამიკული ნივთების რესტავრაცია-რეკონსტრუქციას, რომლებიც თვითონ მოიპოვეს ე.წ. გათხრების შედეგად.
➡ უდო იაშვილი - როგორ ხვდება ვაშლი ბოთლში? (7-13 წლის ბავშვებისთვის)
27.11.2015 – 29.11.2015 12:00
მე-5 პავილიონი
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, მოსწავლეები ერთი დღით ხილის წვენის მწარმოებლის როლს მოირგებენ. სპეციალისტის მითითებებით, ისინი დამოუკიდებლად აარჩევენ და დასაწურად მოამზადებენ ხილს, საბოლოოდ კი შეძლებენ დააგემოვნონ საკუთარი ხელით დამზადებული ვაშლის წვენი.
➡ პარტიზანული მებაღეობა - მებაღეობა (6-13 წლის ბავშვებისთვის)
27.11.2015 – 29.11.2015 13:00, 17:00
მე-5 პავილიონი
ბავშვები მეორადი გამოყენების ქილებში დარგავენ თბილისის შემოგარენში შეგროვებული სხვადასხვა ჯიშის ხეების თესლს, ისწავლიან, როგორ გააგრძელონ მისი მოვლა სახლის პირობებში. ხოლო როდესაც ნერგები წამოიზრდება, ქალაქში ან ქალაქგარეთ გადარგავენ და შეიტანენ მოკრძალებულ, მაგრამ საგრძნობ წვლილს შემცირებული მწვანე საფარის გაზრდაში.
➡ ჰოიშან მაკი - სად არიან ბეგის მეგობრები? (6-12 წლის ბავშვებისთვის)
27.11.2015 – 29.11.2015 12:00, 15:00, 17:00
მე-4 პავილიონი
ბავშვები შექმნიან ნამუშევრებს ზოოპარკის თემაზე. ზოოპარკის დატბორვის შემდეგ, ბეგი თავს მარტოსულად გრძნობს. ჰოიშანი და ბავშვები და დაეხმარებიან მას ახალი მეგობრების შეძენაში. ნამუშევრები სიმბოლურ ფასად გაიყიდება და შემოსული თანხა ბავშვების სახელით გადაირიცხება ზოოპარკში.
➡ ვილი პუხნერი - ზღაპრული პრინცების და პრინცესების ანბანი (8-13 წლის ბავშვებისთვის)
27.11.2015 – 29.11.2015 14:00
მე-4 პავილიონი
ვორკშოპის მონაწილეები დახატავენ პრინცესებსა და პრინცებს ანბანის მიხედვით.
➡ მაგდა რევიშვილი და ნიკო კანკია - მოგზაურობა წიგნებში (საჯარო)
27.11.2015 – 29.11.2015 13:00, 17:00
მე-11 პავილიონი
ღონისძიება მიზნად ისახავს ბავშვების დაახლოებას წიგნებთან და ბიბლიოთეკასთან. გარდა იმისა რომ წარმოდგენები გასართობი ხასიათისაა, ის ხელს უწყობს მოზარდი გახდეს აქტიური მკითხველი. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება საინტერესო ეპიზოდები სხვადასხვა წიგნებიდან, ინტერპრეტირებული ერთი მსახიობის მიერ.
➡ დოქტორ მოლეკულას სახალისო-სამეცნიერო შოუ (საჯარო)
27.11.2015 – 28.11.2015 15:00
მე-11 პავილიონი
მონაწილეები ჩაერთვებიან საინტერესო ქიმიურ და ფიზიკურ ექსპერიმენტებში, საყოფაცხოვრებო ნივთების გამოყენებით.
➡ გოეთეს ინსტიტუტის საბავშვო-საგანმანათლებლო პროგრამა (საჯარო)
იხილეთ ბმული: http://on.fb.me/1O8Kpsf
ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია!
არასაჯარო ღონისძიებებზე დასწრების მსურველები დაგვიკავშირდით:
(მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია)
ივეტა ჩხიკვაძე 571 00 26 92
სალომე სორდია 593 56 58 45
facebook.com/bookdaystbilisi
მისამართი:
საგამოფენო ცენტრი
ExpoGeorgia Co. / ექსპო ჯორჯია
ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზ., N118
საჯარო ლექციები თბილისის წიგნის დღეებზე
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში, უცხოელი ილუსტრატორები და მოწვეული სტუმრები ჩაატარებენ 13 საჯარო ლექციას.
27 ნოემბერს
11:00-13:00
ბერნარდ მორი (Bernhard L. Mohr) – „წარმატებული რედაქტორი კონკურენტუნარიან ბაზარზე“
13:30-14:30
კრისტოფერ მაიერსი (Christopher Myers) - „ბავშვები ყველგან არიან: მოსაზრებები გამომცემლობაზე სხვადასხვა კულტურებში“
14:30-15:30
ტომ სხამპი (Tom Schamp) - ლექცია ეძღვნება მის ბოლო დროინდელ ნამუშევრებს - ორ დასურათებულ წიგნს
16:00-17:00
ვილი პუხნერი (Willy Puchner) – „ზღაპრული პრინცების, პრინცესებისა და ზღაპრული ცხოველების ანბანი“
17:00-18:00
როჯერ მელო (Roger Mello) - ბრაზილიური ილუსტრაცია: „განსხვავება და ერთობა სხვადასხვა ვიზუალურ აღქმაში“
28 ნოემბერს
13:00-14:00
ჟული ასკო და რომეო ჟულიანი (Julie Hascoët & Roméo Julien) - „სამუშაო პროცესი“
14:00-15:00
ჰენდრიკ ჰელიგე (Hendrik Hellige) - საერთაშორისო საბავშვო წიგნის ბაზრობა (“Little Gestalten”)
15:30-16:30
არიანა ხმელნიუკი (Ariana Khmelniuk) – „შემოქმედებითი მენეჯმენტი: უახლესი ტენდენცია უკრაინაში“
16:30-17:30
მიხაილ პედანი (Michail Pedan) – „კედლიდან წიგნში. ინდივიდუალური გამომცემლობის გამოცდილება „
29 ნოემბერს
13:00-14:00
ქრისტინე პაქსმანი (Christine Paxmann) – „საბავშვო და ახალგაზრდული ლიტერატურის პროფესიონალური რეცენზიების მნიშვნელობა“
14:00-15:00
ქრისტიანე რააბე (Christiane Raabe) – „მიუნჰენის საერთაშორისო ახალგაზრდული ბიბლიოთეკა: ისტორია, მიზნები და გამოწვევები“
15:30-16:30
ოქსანა ზიობრო (Oksana Zobro) – „წიგნების მარკეტინგი და არა მხოლოდ წიგნების: პიროვნული ზრდის ისტორია“
16:30-17:30
ჯუნკო იოკოტა (Junko Yokota) - „გამოცემული წიგნების მიმოხილვა“
გამოფენები თბილისის წიგნის დღეებზე
თბილისის წიგნის დღეებზე წელს წარმოდგენილი იქნება განსაკუთრებით ვრცელია საგამოფენო პროგრამა. საფესტივალო დღეებში წარმოდგენილი იქნება 17 ექსპოზიცია. გამოფენების დათვალიერება შესაძლებელია 11:00-21:00 საათებში.
პავილიონი 3
· ვილი პუხნერი (ავსტრია)/Willy Puchner
· როჯერ მელო (ბრაზილია)/Roger Mello
· ტომ სხამპი (ბელგია)/Tom Schamp
· კრის მაიერსი (აშშ)/Chris Myers
· ლინდა ვოლფსგრუბერი (ავსტრია)/Linda Wolfsgruber
· სვეტლან იუნაკოვიჩი (ხორვატია)/Svjetlan Junaković
პავილიონი 5
· ვირტუალური გამომცემლობა ვირგამის ილუსტრატორთა ნამუშევრების გამოფენა
· სურათებიანი წიგნის კონკურსი: საკონკურსო ნამუშევრების გამოფენა
პავილიონი 6
· Motto Distribution (გერმანია)
· ალტერნატიული გამომცემლობა NIICE (უკრაინა)
· ჟული ესკო და რომეო ჟულიენი (საფრანგეთი)/ Julie Hascoët & Roméo Julien
· პეტრ ბანკოვი (ჩეხეთი)/Peter Bankov
· Spine (სტოკჰოლმის ფოტოწიგნის ფესტივალი, შვედეთი)
· წიგნის ხელოვნების ცენტრი თბილისი – არტბუქები
· უკრაინელ ილუსტრატორთა კლუბი Pictoric – „გამოჩენილი უკრაინელები“
პავილიონი 11
· საერთაშორისო სურათებიანი წიგნის გამოფენა
გოეთეს ინსტიტუტის საგამოფენო დარბაზი
· იან ციხლინსკი (შვეიცარია) / Jan Zychlinski
- „საზღვარს მიღმა“
- „სამხრეთ კავკასიის დავიწყებულ ლტოლვილთა შორის“
- „ფოტოწიგნის პრეზენტაცია და გამოფენა“