პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე მთავრობის მოთხოვნას არ ეთანხმება, რომ საკანონმდებლო ორგანომ „საჰაერო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი დაჩქარებული წესით განიხილოს.
როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივნმა, შალვა თადუმაძემ განაცხადა, პროექტი ფრენის უსაფრთხოების ნორმების და მისი ადმინისტრირების წესის შეცვლას გულისხმობს.
მისი განმარტებით, დეკემბრის დასაწყისში, „იკაოს“ მონიტორინგის ჯგუფი მონიტორინგის განხორციელების მიზნით, საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს, რის გამოც მიზანშეწონილია, რომ ნორმები მიღებული იყოს.
თადუმაძეს ხმალაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხუთი კომიტეტის მიერ აღნიშნული საკითხის განხილვა ერთ კვირაში ვერ მოესწრება. შესაბამისად, ის მთავრობის მოთხოვნას მხარს არ უჭერს.
ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხი დაჩქარებული წესით იქნება განხილული.
ცვლილებებით, ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის დამატებითი უფლებამოსილებები გაიწერა.