3 ნოემბერს, კახეთის რეგიონში ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული რძის გადამამუშავებელი საწარმო და ფერმერთა მომსახურების ახალი ცენტრი გაიხსნება.
საწარმოები თელავსა და ყვარელშია განთავსებული, რაც კახეთის მაშტაბით 26 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნის წინაპირობაა.
ათასწლეულის ფონდის დაფინანსებით, ქვეყნის მაშტაბით უკვე 19 ფერმერთა მომსახურების ცენტრია გახსნილი.
ღონისძიებას სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი მთავრობის და ათასწლეულის ფონდის წარმომადგენლები დაესწრებიან.