მორიგი ტერორისტული აქტი განხორციელდა იემენში. ძლიერი აფეთქების ხმა გამთენიისას მარიბის რაიონში გაისმა. წინასწარი ვერსიით, ნაღმზე სამხედრო მანქანა აფეთქდა, რასაც 16 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა, რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.