მორიგი თავდასხმა ისრაელში. იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელებმა ორი ებრაელი დაჭრეს. ერთ-ერთ მათგანს თავს ახალგაზრდა ქალი დაესხა და დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. საპასუხო სროლის სედეგად თავდამსხმელი მძიმედ დაიჭრა. ალფეი-მანაშის დასახლებაში კი პალესტინელმა ახალგაზრდამ 50 წლის ებრაელი მამაკაცი დაჭრა. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ბოლო 2 თვის განმავლობაში პალესტინელთა თავდასხმებს ისრაელის 11 მოქალაქე ემსხვერპლა, 160-ზე მეტი კი დაშავდა.