ეგვიპტეში რუსული ავიალაინერის ჩამოვარდნის მიზეზი თვითმფრინავის ბორტზე მომხდარი აფეთქება გახდა. ეს ვერსია არამხოლოდ ამერიკისა და ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა, არამედ საერთაშორისო კომისიამაც დაადასტურა, რომელიც კატასტროფის მიზეზებს იძიებს. შავი ყუთების გაშიფვრის შემდეგ ექსპერტები 90 პროცენტით დარწმუნებულნი არიან, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ტერაქტი გახდა. კომისიის ხელმძღვანელის, აიმან ალ-მუკადამის განცხადებით, საბორტო ჩანაწერებში აფეთქების ხმა ისმის. რუსულმა სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა შარმ-ეშ-შეიხში 31 ოქტომბერს განიცადა, რასაც 224 ადამიანი ემსხვერპლა.