მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. ამის შესახებ ოდესის მოქმედმა გუბერნატორმა გამოცემა „პოლიტიკოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „მინდა ცვლილებებისა და რეფორმების ნაწილი გავხდე. მსურს რეფორმების მედროშე ვიყო,“-აღნიშნა სააკაშვილმა. მანვე მოქმედი პრემიერი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და ღიად განაცხადა, რომ იაცენიუკის პარტიის, „სახალხო ფრონტის“ გადაწყვეტილება, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღო, არანორმალური იყო.