ახალქალაქის რაიონში "ეროვნული საბჭოს" პარტიული სიის წევრობაზე სამმა, ხოლო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობაზე ოთხმა ადამიანმა უარი განაცხადა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია "ეროვნული საბჭოს" წარმომადგენელმა ლადო ბოჟაძემ მიაწოდა და დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნულში "ნაციონალურ მოძრაობა" დაადანაშაულა.
ბოჟაძის მტკიცებით, მმართველი გუნდი "ეროვნული საბჭოს" წევრებსა და მერობის კანდიდატებს მუდმივად ემუქრებოდნენ და აშანტაჟებდნენ.
"ეროვნულ საბჭოზე" მიდის სერიოზული ზეწოლა ყველა მიმართულებით, ყველა რაიონში, ყველა რეგიონში, რადგან შეიქმნას იმის საფუძველი, რომ ჩვენ 30 მაისისთვის არ გვქონდეს პარტიული სია და არ გვყავდეს მაჟორიტარობის კანდიდატები", - განაცხადა ბოჟაძემ.
მისივე ინფორმაციით, "ეროვნულ საბჭოს" პარტიული სია აღარ ჰყავს არც ლენტეხის რაიონში. კანდიდატურები მოხსნეს ასევე წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და ფოთის რაიონების მაჟორიტარობის კანდიდატებმაც.