ფეისბუკის შემოსავლები იზრდება. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში კომპანიის მოგება 11 პროცენტით გაიზარდა და 891 მილიონი დოლარი შეადგინა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 806 მილიონს არ აღემატებოდა. საგრძნობლად იმატა ფეისბუკის მომხმარებელთა რიცხვმაც. დღეისათვის სოციალურ ქსელს მილიარდნახევარზე მეტი ადამიანი მოიხმარს.