უკრაინის მთავრობაში საკადრო ცვლილებები დაიწყება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ამერიკულ გამოცემა „პოლიტიკოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„მთავრობის მიერ გარკვეული შეცდომები იქნა დაშვებული, თუმცა ამ შეცდომების გამოსწორება შეიძლება მთავრობაში ახალი ადამიანების მოსვლით. უახლოეს ორ კვირაში შეიცვლებიან ენერგეტიკის, ჯანდაცვის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მინისტრები, რაც მანამდე პრეზიდენტ პოროშენკოსთან იქნება შესათანხმებელი,“-აღნიშნა იაცენიუკმა.
მასალის გამოყენების პირობები