ეროვნულ ბანკში დღეს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება, იმ ფონზე, როდესაც ინფლაცია ქვეყანაში ბოლო წლების მანძილზე ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა. საქსტატის ინფორმაციით, ფასების წლიური ზრდა 6 პროცენტს უახლოვდება, ეროვნული ბანკის საპროგნოზო მაჩვენებელი კი 5 პროცენტია. ფასების სტაბილურობა დღევანდელი სხდომის ერთ-ერთი მთავარი თემაა. შესაძლოა გადაიხედოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთიც, რაც გავლენას ლარში გაცემულ სესხებზე მოახდენს.