ირანმა ბირთვული ცენტრიფუგების გათიშვა დაიწყო. ურანის გამამდიდრებელი მოწყობილობების დემონტაჟს თეირანი საერთაშორისო ექვსეულთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში ახორციელებს. შეთანხმებას მხარეებმა ვენაში 14 ივლისს მიაღწიეს. ოფიციალური თეირანის განცხადებით, პროცესი 2 თვეს გასტანს.