ობამამ მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. სენატის მიერ მხარდაჭერილი მთავარი ფინანსური დოკუმენტი სახელმწიფო ვალების ლიმიტის ავტომატურად გაზრდას 2017 წლის მარტამდე ითვალისწინებს. 80 მილიარდით გაიზრდება სამხედრო ბიუჯეტი და შიდა ხარჯებიც. როგორც ექსპერტები აცხადებენ, დოკუმენტის ხელმოწერით თეთრი სახლის ლიდერმა ქვეყნის ფინანსური სისტემის უსაფრთხოება უზრუნველყო, რადგანაც სახელმწიფო ვალების ლიმიტის არგაზრდის შემთხვევაში კოლაფსი გარდაუვალი იყო.