ჩეჩენმა სამართალდამცავებმა პრეზიდენტზე თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს. ამის შესახებ ტელერადიოკომპანია “გროზნო” იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა რამზან კადიროვზე ქალაქ არგუნში იგეგმებოდა. თავდასხმა ახალგაზრდა ვაჰაბისტებს უნდა განეხორციელებინათ. რამდენიმე მათგანი პოლიციამ დააკავა, თუმცა ისინი კადიროვის მოთხოვნით გაათავისუფლეს.