"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში გაემგზავრა, სადაც ფაშიზმზე გამარჯვების 65 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ბურჯანაძე მოსკოვში საპატიო სტუმრის სტატუსით არის მიწვეული, თუმცა ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრები დაგეგმილი არ არის.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, წელს მსოფლიო ფაშიზმზე გამარჯვების 65-ე წლისთავს სრულიად უპრეცედენტო ფორმატში აღნიშნავს. კერძოდ კი, რუსეთის დედაქალაქში მსოფლიო ანტიფაშისტური კოალიციის ყველა ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი, საზოგადოების წარმომადგენლები იკრიბებიან და 9 მაისს ერთობლივი აღლუმით აღნიშნავენ.
პირველად აღლუმში მონაწილეობას მიიღებენ ბრიტანელი, ამერიკელი და ფრანგი სამხედროებიც.