საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, მედიის თავისუფლების საკითხს გამოეხმაურა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევებით, ხელისუფლებამ, სამი წლის თავზე დამტკიცა, რომ არა მხოლოდ კავკასიის, არამედ მთელს ფართო რეგიონში - მედიის თავისუფლების, მთავრობის გამჭვირვალობის და ეფეტიანობის კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ლიდერია.
,,თუ ვინმეს აქვს რაიმე შეკითხვა იგივე რუსთავი 2-თან დაკავშირებით, იგივე სხვა მედიასაშუალებებთან დაკავშირებით, ეს კითხვები სხვა სუბიექტებზე უნდა გადაამისამართონ. ვინაიდან ხელისუფლება ბოლო 3 წლის განმავლობაში. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა. არ ჩარეულა არცერთი ტელევიზიის საქმიანობაში. მედიის, სასამართლოს საქმიანობაში ჩაურევლობა იყო ჩვენი პოლიტიკა, რომელიც დაიწყო ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენ ამას ვაგრძელებთ” - განაცხადა პრემიერმა.