14-15 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთაში თოვლჭყაპია მოსალოდნელი. როგორც ”ჯი-ეიჩ-ენს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, 14 ოქტომბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი, ცალკეულ რაიონებში კი ძლიერად იწვიმებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 15-20, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 12-17 გრადუსი იქნება.
"14-15 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთაში თოვლჭყაპია მოსალოდნელი. 14 ოქტომბერს თბილისში იწვიმებს მოსალოდნელია ნისლი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დედაქალაქში 14 გრადუსი იქნება", - განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.
15-16 ოქტომბერს, სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. 17 ოქტომბრიდან კი წინა დღეებთან შედარებით გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.