დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განმარტებით, "თბილისობის" ბიუჯეტის გაზრდის მიზეზი გაზრდილი ფასები და დამატებითი ღონისძიებებია.
როგორც მან მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, თბილისობის ჯამური ბიუჯეტი 977 000 ლარს შეადგენს და კონკრეტული ღონისძიებების მიხედვით არის გაწერილი.
,,წელს "თბილისობას" დაემატა ღონისძიებები გამომდინარე იმ კონცეფციებიდან, რაც მიიღეს კონკურსის შედეგად და ძირითადად ამან გამოიწვია ბიუჯეტის ზრდა. ასევე ცალკეული მომსახურების ფასები გასულ წელთან შედარებით არის გაზრდილი და ესეც არის ბიუჯეტის ზრდის განმაპირობებელი", - განაცხადა ნარმანიამ.
"თბილისობის" ტრადიციული დღესასწაული წელს, 17-18 ოქტომბერს გაიამართება.