დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის საქონლის მალულად, კანონდარღვევით ქვეყნიდან გატანის ფაქტი გამოავლინეს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა 27 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ვალე“. მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე დაათვალიერეს ავტობუსი, რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე დ. ტ.
სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დათვალიერებისას, მებაჟე ოფიცრებმა ავტობუსში მოწყობილ სპეციალურ სამალავში აღმოაჩინეს: მობილური ტელეფონის ელექტრონული სქემა - 5298 ცალი, მობილური ტელეფონი - 19770 ცალი და ფილტრიანი სიგარეტი - „WINSTON“ - 17000 კოლოფი.
საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტს.