30 სექტემბერს, 11:00 საათზე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე შოთა ჩაჩხუნაშვილი და ქალაქ გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი თანამშრომლობის მემორანდუმს ხელს მოაწერენ.
თანამშრომლობის მიზანი ქალაქ გორში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) პროექტის განხროციელების ხელშეწყობაა.
საჯარო რეესტრი ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად ქალაქ გორში პილოტპროექტს ახორციელებს, რომლის მიზანს მუნიციპალიტეტში ევროპული სტანდარტების შესაბამისი გეოგრაფიული მონაცემების წარმოება, გამოყენება და გაზიარება წარმოადგენს. პროექტის შედეგად მიღებული ინფორმაცია საკადასტრო და ადმინისტრაციულ, საკომუნიკაციო და სატრანსპორტო, სამისამართო, დემოგრაფიულ და სხვა მონაცემებს გააერთიანებს, რაც სამომავლოდ მუნიციპალიტეტის ეფექტურ საქმიანობას შეუწყობს ხელს.
საპილოტე პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრის დაზუსტება და დემარკაცია, დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების დაზუსტება, სატრანსპორტო ქსელის, ქუჩების სახელწოდებებისა და საგზაო ნიშნების ციფრულ ფორმატში გადატანა.