დღეს, 21 სექტემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ქართული მედიისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებისათვის შეხვედრას გამართავს.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" განმარტავენ, ორგანიზაციის მიზანია, მისცეს საშუალება ჟურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებს უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია საერთაშორისო საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მათ წინაშე მდგარი პრობლემების შესახებ.