"საქართველოს ლეიბორისტული პარტია" პოლიციის თანამშრომლებს მოუწოდებს 6 მაისს დანიშნულ აღლუმში მონაწილეობა არ მიიღონ. ამის შესახებ დღეს, "ლეიბორისტული პარტიის" გენერალურამ მდივანმა, სოსო შატბერაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, 6 მაისის, გიორგობის დღესასწაულის პოლიციის დღედ გამოცხადება ეკლესიების მნგრეველი პრეზიდენტის მიერ ქრისტიანობის საწინააღმდეგო პროვოკაციაა. შატბერაშვილის აზრით, მსგავს პროვოკაციაში მონაწილეობა არცერთმა ღირსეულმა პოლიციელმა არ უნდა მიიღოს.
"ლეიბორისტები" სოლიდარობას უცხადებენ იმ ძალებს, რომლებიც ხვალ საპროტესტო აქციების ჩატარებას აპირებენ, თუმცა შატბერაშვილის თქმით, უფრო უპრიანი იქნებოდა მიტინგები პრეზიდენტის რეზიდენციასთან ჩატარებულიყო და არა სამართალდამცავ ორგანოებთან, რადგან "ლეიბორისტების" გენერალური მდივნის განმარტებით, 6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადების მთავარი ინიციატორი სწორედ მიხეილ სააკაშვილია