ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძის დაცვის მხარე პროკურორის, დავით ნეფარიძის აცილებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
პროკურორი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გიორგი ოქროპირიძის ბრალდების საქმეზე არ უნდა გავრცელდეს.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გუშინწინ გაუქმებული ნორმის გამო ადვოკატები ოქროპირიძის სასამართლო დარბაზიდან დაუყონებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.
როგორც ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულის, ადვოკატები ამბობენ, ოქროპირიძისა და გიგი უგულავას საკითხი იდენტურუა, მას წინასწარი პატიმრობის ვადა უკვე ამოეწურა და საკონსტიტუციო სასამართლოს ნორმის გაუქმების შემდეგ, მოსამართლემ უნდა გაათავისუფლოს.