დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას წინააღმდეგ, "ტელეიმედისა" და რიყის გასხვისების საქმეზე დღეს მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება.
ადვოკატების შეფასებით, ხელისუფლება სასამართლოსთან ალიანსში ცდილობს, უგულავა კვლავ უკანონო პატიმრობაში დააბრუნოს. მათი თქმით, სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ თბილისის ყოფილი მერი უკანონო პატიმარი იყო.
დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა პატიმრობიდან გათავისუფლდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ წუხელ მიიღო.
პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე განახლდება და მასზე დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვით წარსდგება.