თბილისის ყოფილი მერის უგულავას ადვოკატი მოსამართლემ 500- ლარით დააჯარიმა. მიზეზი სასამართლო პროცესზე ადვოკატის გამოუცხადებლობა გახდა. ბოლო რამდენიმე პროცესზე ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი სხვადასხვა მიზეზით არ ესწრება სასამართლო პროცესებს. აქამდე მისი არდასწრება საპატიოდ ჩაითვალა.
დღევანდელ პროცესზე კი კონდახაშვილმა სასამართლოზე გამოუცხადებლობის მიზეზად ბათუმში დაკრძალვაზე წასვლა დაასახელა, რაც მოსამართლემ საპატიოდ არ ჩათვალა.
მოსამართლემ სახაზინო ადვოკატს მოუწოდა დაცვითი სიტყვით გამოვიდეს. სახაზინო ადვიკატი კი აცხადებს, რომ დრო სჭირდება დასკვნითი სიტყვის მოსამზადებლად.
საქალაქო სასამართლოში ,,ტელეიმედისა” და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეზე ყოფილი მაღალჩინოსნების გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.