ქუთაისში, იპოთეკით დაზარალებულებმა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები დილიდან პარლამენტის წინ აქციას მართავდნენ და დეპუტატებთან შეხვედრას ითხოვდნენ.
რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ, მათ ირაკლი აბაშიძის გამზირის პარალიზება მოახდინეს. ადგილზე საპატრულო პოლიციაც იმყოფებოდა.
იპოთეკით დაზარალებულები ეკა ბესელიასთან შეხვედრას და გამოსახლებების პროცესების დროებით შეჩერებას ითხოვენ. მათი თქმით, თუკი იპოთეკით დაზარალებულების პრობლემები დროულად არ მოგვარდება, ისინი ფართომასშტაბიან აქციას გამართავენ.
აქციის მონაწილეებს გამზირი რამდენიმე წუთის განმავლობაში ჰქონდათ გადაკეტილი.