ქუთაისის მოსახლეობას 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება
საქართველოს რეგიონულიგანვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ქალაქ ქუთაისში წყალმომარაგების ქსელის მასშტაბური სამუშაოები დაიწყო. პროექტი სატუმბო სადგურების, რეზერვუარების და გამანაწილებელი ქსელის (332 კმ) მშენებლობას ითვალისწინებს.
სამშენებლოსამუშაოების მეორე ფაზა,დღეს გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიის დირექტორმა,ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და ობიექტზე მიმდინარე სამუშაოებს პირადად გაეცნო.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, მრავალი წლის მანძილზე არსებული წყალმომარაგების პრობლემა მოგვარდება და ადგილობრივი მაცხოვრებლები 24 საათიანი წყალმომარაგებითისარგებლებენ. პროექტი,რომლის ღირებულება 86 მილიონ ლარზე მეტია, 2018 წელს დასრულდება. წყალმომარაგების სამუშაოებზე 200 - მდე ადამიანი დასაქმდება.
პარალელურად,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქუთაისში,მასშტაბური პროექტის პირველ ეტაპს ახორციელებს. წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამშენებლო სამუშაოებისათვის აზიის განვითარების ბანკმა 27 მილიონ ლარზე მეტი გამოყო.პროექტში, რომელიც 2016 წელს დასრულდება, 100-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული .