1-ელი სექტემბრიდან პენსიონერები 10-ლარით გაზრდილ პენსიას მიიღებენ. აღნიშნულ საკითხზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
,,მომავალი თვის 15 რიცხვიდან, როდესაც დაიწყება პენსიების გაცემა, ყველა ასაკით პენსიონერი მიიღებს უკვე გაზრდილ 160 ლარის ოდენობის პენსიას. რაც შეეხება გაზრდილ პენსიებს მთლიან ოდენობაში ეს შეადგენს დაახლოებით წელიწადში 30 მილიონ ლარს, რაც უკვე გათვალისწინებულია ქვეყნის ბიუჯეტში და შესაბამისად, ამ თანხების გაცემა უპრობლემოდ მოხდება სექტემბრის თვიდან", - განაცხადა სოფრომაძემ.
შეგახსენებთ, რომ ასაკით პენსიონერები ამ ეტაპზე ყოველთვიურად 150-ლარს იღებენ.