ირანი მზადაა ურანი საზღვარგარეთ გაამდიდროს. ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადნიჯედანმა განაცხადა..
ადგილობრივი ტელევიზიით გამოსვლისას ირანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თეირანი მზადაა ბირთვული სათბობის გაცლის თანამშრომლობისათვის მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებთან, რასაც ითვალისწინებს საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ინიციატივა.
უნდა აღინიშნოს, რომ გუშინ მოსკოვში ვიზიტად მყოფმა აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწემ ჯეიმს ჯონსმა განაცხადა, რომ თუ თეირანი არ გადადგამს რეალურ ნაბიჯებს თავის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, აშშ არ გამორიცხავს ირანის წინააღმდეგ სამხედრო შეტების განხორციელებას.
მან ასევე აღნიშნა, რომ ირანმა უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში "ჩვენ არაფერს არ გამოვრიცხავთ".