პოლიტიკური მოძრაობა `სოლიდარობა~-ში მიიჩნევენ, რომ თბილისის დღევანდელი ბიუჯეტი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მართველობის თანამედროვე სტანდარტებს ვერ პასუხობს.
კერძოდ, მათი განცხადებით, თბილისის ბიუჯეტში არ რჩება მოგებისა და საშემასავლო გადასახადები. მხოლოდ აღნიშნული ორი გადასახადის შედეგად, ბიუჯეტის მოცულობა შესაძლოა, 720 მლნ ლარს გაუტოლდეს.
~დედაქალაქის ბიუჯეტის 3/4¾ გრანტებზე მოდის. აქედან გამოთანაბრებითი ტრანსფერი 323 მლნ ლარია, ხოლო სპეციალური ტრანსფერი_201,5 მლნ. უფრო მეტიც, დედაქალაქის ბიუჯეტში გრანტების ხვედრითი წილი თვითმართველ ერთეულბს შორის ყველაზე მაღალია. რადიკალურ ცვლილებს საჭიროებს ბიუჯეტის შევსების მეორე უმთვარესი წყარო - მოსაკრებელიც~, - აცხადებენ მოძრაობაში.
`სოლიდარობის~ ლიდერებს მიაჩნიათ, რომ თბილისის ახალი საკრებულოს საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი დედაქალაქის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბიუჯეტო მოწყობა უნდ გახდეს. ამისთვის კი, ახალი კანონმდებლობის ინიცირება იქნება საჭირო.
მოძრაობის წარმომადგენელთა აზრით აუცილებელია საშემოსავლო და მოგების გადასახადების წილობრივი გაყოფა ადგილობრივ და ცენტრალურ ბიუჯეტებს შორის; დედაქალაქის ბიუჯეტში გრანტების ხვედრითი წილის შემცირება; ბიუჯეტის დაგეგმა ქვემოდან ზემოთ, ეკონომიკური სუბიექტების შესაძლებლობებიდან გამომდინარე; ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის, ანუ მოსახლეობის მოთხოვნილებების რეალური შესწავლა ახალი საკრებულოს ფორმირების პირველი დღეებიდან და არა ფორსმაჟორულ სიტუაციაში; ქალაქის ბიუჯეტის ძირითადი პარამატრების შემუშავება უნდა დასრულდეს სექტემბრისათვის.
პოლიტიკური მოძრაობა `სოლიდარობის~ ლიდერები საკრებულოში არჩევის შემთხვევაში, საქმიანობის ძირითად მიმართულებად თანამდეროვე მოთხოვნების შესაბამისი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფორმირებას და მისი ხარჯვის კონტროლს ისახავენ.