იური ვაზაგაშვილის მკვლელობის თანამონაწილეობაში ბრალდებულს აშშ-სა და საფრანგეთში ეძებენ. როგორც საქმის პროკურორმკა ლაშა ცქვიტარიამ განაცხადა, საუბარია პირზე, რომლის დნმ-იც სოსანაშვილის დნმ-ის კვალთან ერთად ასაფეთებელ მოწყობილობაზე აღმოაჩინეს. მისივე განცხადებით, პროკურტურამ შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთს უკვე მიმართა.
იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გია სოსანაშვილის საქმის არსებითი განხილვა დღეს, ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდა. მისი ადვოკატი სოსო ჯოგლიძე აცხადებს, რომ საქმის თითქმის მთელი მასალები გაყალბებულია.
შეგახსენებთ, იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის საფლავზე, მიმდინარე წლის 20 იანვარს აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. საქმეზე ყოფილი პოლიციელი გია სოსანაშვილია დაკავებული. სოსანაშვილს ბრალდება განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობისთვის მიმდინარე წლის 17 აპრილს დაუმძიმდა, ბრალდებულს თავდაპირველად, ბრალი განზრახ მკვლელობისთვის წარედგინა. 22 ინვისს კი სოსანაშვილის ბრალი კიდევ ერთხელ დაუმძიმდა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიებით დადგინდა, რომ გია სოსანაშვილის მიერ 2015 წლის 20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული პირდაპირ უკავშირდებოდა იური ვაზაგაშვილის აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას და მიმართული იყო მისი შეწყვეტისკენ.