შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ ვებგვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. უწყების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, ვებგვერდი დღეს, დაახლოებით 15:30 საათზე გახდა მიუწვდომელი.
smr.gov.ge-ზე განთავსებული იყო ანიმაციური გამოსახულება და ტექსტი: Hacked by error 7rb. No System Is Safe Access to the Site Was Easy out admin Your site has been hacked! Greet’s to: Dr.web Hijikata7rb All 7rb HACK Skype: Error 7rB BB: 73ECB3F0 Zone -h
ამჟამად აპარატის ვებგვერდი გათიშულია. სახელმწიფო მინისტრის აპარატი რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს მიმართავს.