სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობციის ეროვნული სამსახურის უფროსმა თემურ იობიძემ ოცამდე არასრულწლოვან პრობაციონერთან ერთად ოკუპაციის მუზეუმი დაათვალიერეს.
არასრულწლოვანი პრობაციონერები მუზეუმში დამოუკიდებელი საქართველოს ბოლშევიკური რუსეთის მიერ ოკუპაცია-ანექსიისა და ანტისაოკუპაციო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიის ამსახველ დოკუმენტურ ფოტომასალას, გამოჩენილ მოღვაწეთა ნივთებს, "წითელი ტერორის" დროს დახვრეტილ და გადასახლებულთა სიებს, ქართული ეკლესიისა და სასულიერო მოღვაწეთა დევნის მასალებსა და სხვა მნიშვნელოვან დოკუმენტებს გაეცნენ, რამაც არასრულწლოვანი პრობაციონერების დიდი ინტერესი გამოიწვია.
"კულტურულ ღონისძიებებში პირობით მსჯავრდებულების აქტიური მონაწილეობა ხელს უწყობს საზოგადოებაში მათ სწრაფ რესოციალიზაციასა და რეინტეგრაციას", - აცხადებენ სამინისტროში.