საბაჟო გამშვებ პუნქტში ’’თბილისის აეროპორტი’’ 8 აგვისტოს, 378 კაფსულა ფსიქოტროპული მედიკამენტი ლირიკა (Lyrika) აღმოაჩინეს. მედიკამენტები ექიმის რეცეპტის გარეშე, კანონსაწინააღმდეგოდ ირანის მოქალაქეს, ა.ნ-ს შემოჰქონდა.
საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შსს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე- 6 განყოფილებას გადაეცა.