ოდესის გუბერნატორი დამსვენებელთა რაოდენობით კმაყოფილია. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელებში წერს. „ძალიან მიხარია, რომ ოდესაში დამსვენებელთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ტურისტები ჩამოდიან სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის, რუსეთიდანაც. მათთვის, ვისაც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას სცემს პატივს, ჩვენი კარი ღიაა. პირადად მე ძალიან მიყვარს რუსული კულტურა. გუშინ ოდესის ოპერაში სიამოვნებით ვუსმენდი ევგენი ონეგინს. მალე ჩვენთან ჩამოვა ანდრეი მაკარევიჩიც. მანამდე დიდი წარმატება ჰქონდა ოდესაში ბორის გრებენშიკოვის კონცერტს. კონცერტის შემდეგ მან თავის ჯგუფთან და ნინო ქათამაძესთან ერთად შემოგვიარა. დაღლილობის მიუხედავად, მთელი ღამე ერთად ვიყავით და ვმღეროდით. ორი უნიჭიერესი ადამიანის დუეტი უკრაინის ცის ქვეშ-ეს მართლაც რომ შესანიშნავი იყო,“-წერს სააკაშვილი.