სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გერმანიიდან საქართველოში დაბრუნდა.
უწმინდესი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ გამოემგზავრა, სადაც მრევლს დალოცავს.
პატრიარქს გერმანიაში გულის სისხლძარღვზე ინვაზიური სამკურნალო ჩარევა ჩაუტარდა.