29 ივლისიდან 1–ლი აგვისტოს ჩათვლით „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ორგანიზებით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩატარდება.
სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობას ადგილზე კონსულტაციებს თბილისიდან მოწვეული კარდიოლოგები გაუწევენ, საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს გულის ექოსკოპიური კვლევაც ჩაუტარდებათ.
აღსანიშნავია, რომ გულ–სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა უეცარი სიკვდილიანობის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ამცირებს და გამოჯანმრთელების შანსებს ზრდის.
2015 წლიდან ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი, რეგიონის მოსახლეობას სრულ კარდიოინტენსიურ სერვისს სთავაზობს. თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ კათეტერიზაციის ლაბორატორიაში კორონაროგრაფიის პროცედურები უახლესი რეკომენდაციების მიხედვით წარმატებით მიმდინარეობს. კარდიოინტენსიურ სამსახურში ადგილობრივ ექიმებთან ერთად პაციენტებს თბილისიდან მოწვეული კარდიოლოგები მკურნალობენ.
სამედიცინო კონსულტაციაზე წარმოებს წინასწარი ჩაწერა: +995 32 2 55 05 05