29 ივლისს, 12:00 საათზე, „ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისში არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ მართავს მრგვალი მაგიდის ფორმატში ორგანიზებულ შეხვდრას, რომელიც შეეხება პენიტენციურ სისტემაში ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებს.
ორგანიზაციის მიერ „ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით განხორციელდა პენიტენციურ სისტემაში ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი ანალიზი, მიმდინარე პროექტი კი, სწორედ აღნიშნული ანალიზის შედეგად გამოკვეთილი ხარვეზების აღმოფხვრას ისახავს მიზნად ადვოკატირების გზით.
შეხვედრაში მონაწილოებას მიიღებენ: სახალხო დამცველის ოფისის, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს, გაეროს ბავშვთა ფონდის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. ასევე აღნიშნულ სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები.