"გილოცავთ ევროპის ოლიმპიური ახალგაზრდული ფესტივალს დაწყებას! ვუსურვებ წარმატებებს სპორტსმენებს. განსაკუთრებით ვგულშემატკივრობ ქართველ ოლიმპიელებს. მნიშვნელოვანი დღეა ქართული სპორტის ისტორიაში!“ – ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი მარგველაშვილი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნას. ღონისძიებას გიორგი მარგველაშვილი თავად არ დასწრებია. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინსტრი აცხადებს, რომ პრეზიდენტი ღონისძიებაზე მიწვეული იყო. იმას, რომ მოსაწვევი პრეზიდენტმა ნამდვილად მიიღო, მის ადმინისტრაციაშიც ადასტურებენ, თუმცა დეტალების გარკვევას მედიას ოლიმპიურ კომიტეტში ურჩევენ, სადაც ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.