კორუფცია რუსეთის ბიუჯეტს ყოველწლიურად 40 მილიარდი რუბლით აზარალებს. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში წლის დასაწყისიდან კორუფციის ფაქტებზე 11,5 ათასი საქმეა აღძრული. კორუფციის ყველაზე მეტი ფაქტები განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში გამოვლინდა.