საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმა საუკეთესო ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით მიმდინარეობს. ასეთია საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის შეფასება. პარლამენტში სესიაზე კანონპროექტის განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, პირველი მოსმენით კი მას, სავარაუდოდ, დღეს დაამტკიცებენ. საჯარო სამსახურის რეფორმის გეგმა არ მოსწონს ოპოზიციას. უმცირესობის წევრთა შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილების შედეგი პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეთა დასაქმება იქნება.