სუს-ის ხემძღვანელის კანდიდატმა ვატხანგ გომალურმა დეპუტატებთან შეხვედრისას სამსახურის სტრუქტურასა და უწყების შემდგომი საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა.
მან დეპუტატებს თავის ხედვა გააცნო საქართველოს უსაფრთხოების სისტემის მოწყობის შესახებ, რომელიც, მისივე თქმით, ქვეყნის უსაფრთხოების სრულიად ახალ მოდელს წარმოადგენს.
„იგი არ გახლავთ იმ ძველი პრაქტიკის გაგრძელება, რომელიც ახლო წარსულში უშიშროების სამინისტროს სახით არსებობდა. სხვაობას მთავრობისგან დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი, პოლიტიკური ზეგავლენისაგან დაცული სამსახურის ხელმძღვანელი და გარე კონტროლის ქმედითი მექანიზმების ჩამოყალიბება წარმოადგენს. სამსახურის საქმინობა განხორციელდება იმგვარად, რომ თანაბრად იყოს დაცული როგორც ქვეყნის უსაფრთხოება, ისე ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. ჩვენს ქვეყანას ეყოლება დამოუკიდებელი, დეპოლიტიზირებული, პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული, ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხის მქონე სამსახური“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
გომელაურის თქმით, საპარლამენტო კონტროლის მოქნილი მექანიზმის საშუალებით, სამსახურის საქმიანობა დაეფუძნება გამჭვირვალობისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების პრინციპებს.