სუს-ის ხელმღრვანელის კანდიდატის ვახტანგ გომელაურის განცახდებით, მისი უწყების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა მასობრივი განადგურების იარაღის, მასალებისა და მათი გადატანის საშუალებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა იქნება. როგორც გომელურმა დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარდგენისას განმარტა ასევე ყურადღება უნდა დაეთმოს თანამოქალაქეების რადიკალიზაციისა და ტერორისტულ საქმიანობაში ჩაბმის პრევენციას, რისთვისაც აუცილებელია ექსტრემისტული რიტორიკისა და იდეოლოგიის გავრცელების ხელის შეშლა.
"დღეს გლობალური ტერორისტული საფრთხის ერთ-ერთი გამოვლინებაა ე.წ. ისლამური სახელმწიფო, რომელიც საქართველოსთვის იგივე საფრთხის მატარებელია, როგორც სხვა სახელმწიფოებისთვის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა იქნება მასობრივი განადგურების იარაღის, მასალებისა და მათი გადატანის საშუალებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.