საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საჯარო სამსახურის შესახებ კანონპროექტს განიხილავენ. საპარლამენტო ურმავლესობის წევრის, გიორგი კახიანის განმარტებით, კანონპროექტი პროფესიული საჯარო მოხელის ინსტიტუტის დაფუძნებას და საჯარო მოხელეებისთვის დამატებითი გარანტიების შექმნას გულისხმობს. საჯარო სამსახურის შესახებ კანონის დარეგულირება ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. დღესვე საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საჯარო სამსახურის შესახებ კანონპროექტზე იმსჯელებენ. კომიტეტის წევრები ასევე საგადასახადო კოდექსში შემავალი ცვლილებებს განიხილავენ.