ევროსაბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი გრძელდება. დონალდ ტუსკი დღეს საოკუპაციო ხაზს მოინახულებს და სოფელ ხურვალეთში ვითარებას ადგილზე გაეცნობა, რის შემდეგაც მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს პირისპირ შეხვდება, შემდეგ კი მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. დაგეგმილია შეხვედრა ნაციონალური მოძრაობისა და თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლებთანაც. დღის მეორე ნახევარში დონალდ ტუსკი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ევროკავშირის მისიის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს სამშვიდობო კონტიგენტთან შეხვედრას გამართავს.ევროსაბჭოს პრეზიდენტის ორდღიანი ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდება.