22 ივლისს, თბილისს ლიტვის რესპუბლიკის ახალი ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი ეწვევა. ლიტვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოში ელჩად დანიშვნის მიზნით, ლიტველ დიპლომატს რწმუნებათა სიგელები 2015 წლის 19 ივნისს გადასცა.
გიედრიუს პუოჯუნასი კარიერული დიპლომატია, საქართველოში ელჩად წარდგენამდე იგი გახლდათ ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიანი ავსტრიაში, სლოვენიაში, სლოვაკეთში, ხორვატიასა და ლიხტენშტაინის სამეფოში.
თბილისში მოვლინებამდე გიედრიუს პუოჯუნასი ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი იყო. პროფესიით ისტორიკოსი, გიედრიუს პუოჯუნასი დიდი ინტერესით ელოდება საქართველოში მოღვაწეობის დაწყებას, ეცნობა საქართველოს ისტორიას და თბილისში ჩამოსვლამდე ინტენსიურად სწავლობს ქართულ ენას. ლიტვის ახალი ელჩი საქართველოში მეუღლესთან და სამ ქალიშვილთან ერთად ჩამოვა.