სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარდგენისთვის, ვახტანგ გომელაური პრემიერ-მინისტრს მადლობას უხდის.
სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასახელების შემდეგ, პრემიერთან ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე გომელაურმა განაცხადა, რომ ეცდება გაამართლოს მთავრობისა და საზოგადოების ნდობა.
"მადლობა ბატონო პრემიერო გამოხატული ამხელა ნდობისთვის, თუმცა მე მჭირდება მთავრობის მხარდაჭერაც და იმედი მაქვს, ჩემი კოლეგები მხარს დამიჭერენ. ასევე, მჭირდება პარლამენტის მხარდაჭერა. ბატონო პრემიერო ვეცდები გავამართლო თქვენი და ჩვენი მოქალაქეების იმედი. ეს ერთ-ერთი მთავარი პრინციპული სამსახური იქნება, რადგან სხვადასხვა დეპარტამენტი ერთიანდება და ჩვენ ვიზრუნებთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე", - განაცხადა გომელაურმა.